მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე საინტერესო და შემეცნებითი პროექტი – Geography Tour განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმოგზაურეს კონტინენტების სამყაროში, დაამზადეს მათი ფერადი გამოსახულებები, მოიძიეს საინტერესო გეოგრაფიული ინფორმაცია და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თითოეული კონტინენტის თავისებურებები.

პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა გეოგრაფიაში, გაევარჯიშებინათ ინგლისურ ენაზე წერისა და პრეზენტაციის უნარები და სწავლის პროცესი უფრო სახალისო და შემოქმედებითი გაეხადათ.

პროექტი განახორციელა ინგლისური ენის მასწავლებელმა ნანა გახუტიშვილმა.

🌎