ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანი

სკოლის მისიაა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, განათლებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ქვეყნის ეროვნულ მიზნებს, იცხოვრებს ქრისტიანული ღირებულებებით, დაიცავს და იკვლევს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, პატივს სცემს ოჯახის მართლმადიდებლურ ტრადიციებს და ეყვარება სამშობლო, აღჭურვილი იქნება იმ ცოდნა-უნარებით, რომელიც დაეხმარება მას კონკურენტულ სასწავლო და შრომის ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებაში..

ჩვენი ძირითადი ღირებულებები

ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული განათლება, ქვეყნის/სახელწიფოს განვითარების იდეა,ხარისხზე ორიენტირება, თანამშრომლობა, თავისუფლება, თანასწორობა, გამჭვირვალობა და ღიაობა, გუნდურობა, მონაწილეობა, სამართლიანობა.

ინდივიდუალური მიდგომა
საფუძვლიანი განათლება
სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარება
სწორი გზის ჩვენება