
დამფუძნებელი
დავითი – აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

სკოლა დაფუძნდა იმ რწმენით, რომ მომავალი თაობის აღზრდა მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ ნიშნავს. ჩვენი სურვილია, ბავშვები გაიზარდონ ქრისტიანული ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარულით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და განათლებით. როდესაც სულიერი და საერო განათლება ერთად ვითარდება, ყალიბდება ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია ემსახუროს ღმერთს, ოჯახსა და სამშობლოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა.
