ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ნინო ცერცვაძემ, მეოთხე კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო ცდა ჩაატარებინა.

ექსპერიმენტის დროს ბავშვებმა წყლით სავსე ჭიქაში ქაფი მოათავსეს, ზემოდან კი ლურჯი საღებავი დააწვეთეს. როდესაც საღებავმა ქაფში გაიარა და წყალში ჩაეშვა, ჭიქაში წვიმის მსგავსი ლურჯი წვეთები წარმოიქმნა.

ცდის საშუალებით მოსწავლეებმა ვიზუალურად დააკვირდნენ წვეთების წარმოქმნის პროცესს, განივითარეს დაკვირვების, კვლევისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების გააზრების უნარები.

სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ბავშვები ცოდნას საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩენენ!





