ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები გამოფენისთვის ემზადებიან. ბავშვები დიდი მონდომებითა და სიყვარულით ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს: სამკაულებს, ბროშებს, სუვენირებსა და სხვა ორიგინალურ ნამუშევრებს.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, შრომის დაფასება და იდეების რეალობად ქცევა.

პროექტს ხელმძღვანელობს ხელოვნების მასწავლებელი ნინო ლაფაჩი.

✨

გამოფენა-გაყიდვა, სკოლის სივრცეში, 19 ნოემბერს გაიმართება.