



ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლაში 2026–2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს საზეიმოდ განახლდა.
სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოთი და მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.
სასკოლო თემმა — მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა — ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით აღნიშნა. განახლებული გარემო, ახალი მიზნები და ახალი ენერგია ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ 2026–2027 სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული იყოს.
