სკოლაში მფარველ წმინდანთა ხსენების დღე აღინიშნა
1 ოქტომბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგმა, თათია დარსანიამ, მოსწავლეებისთვის წმინდანთა ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია მოამზადა. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლამ მოსწავლეებს საზეიმო დღის აღსანიშნავად საკვები უსასყიდლოდ შესთავაზა.





