ჩვენი სკოლის კიდევ ერთი გამორჩეული მოსწავლე ნანუკა გრემელაშვილი

გაიცანით ჩვენი სკოლის VI კლასის მოსწავლე — ნანუკა გრემელაშვილი, ნიჭიერი და წარმატებული მოცეკვავე. ნანუკა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა და ფესტივალში, სადაც თავისი მონდომებითა და არტისტულობით მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. ვუსურვებთ ნანუკას კიდევ ბევრ წარმატებას, დაუვიწყარ გამოსვლებსა და წინსვლას როგორც ხელოვნებაში, ისე სწავლაში!