პირველი ადგილი ჭიდაობის ტურნირზე

ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ მეღვინიშვილმა, წარმატებით იასპარეზა ჭიდაობის ტურნირზე და 27 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, გამარჯვებასა და წინსვლას როგორც სპორტში, ისე სწავლაში!