ყოველი კვირა ჩვენს სკოლაში ლოცვით იწყება.
ორშაბათობით მამა გიორგი აღასრულებს პარაკლისს, რომელსაც ქადაგება მოჰყვება. მსახურების დასასრულს მოსწავლეები ჯვარს ემთხვევიან და შემდეგ საკლასო ოთახებში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. ასე იწყება ჩვენს სკოლაში ყოველი ახალი კვირა — ლოცვითა და ღვთის კურთხევით.




