თუშური სიმღერის მასტერკლასი ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სკოლაში

თუშური სიმღერის მასტერკლასი ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სკოლაში

ფოლკლორის სახლი-ს მგალობელ მომღერალთა გუნდისა და ალავერდის ეპარქიათან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ახალნერგს“ შორის გამართული შემოქმედებითი შეხვედრის შემდეგ ჩვენს სარეპეტიციოში საუბარი არ წყდება… 🎶🤍

ყველა იხსენებს საკუთარ ემოციას, საკუთარ პატარა აღმოჩენას, ახალ მეგობრობას 🌿✨

ზოგი მუსიკალურ დეტალებზე მსჯელობს, ზოგი – იმ სითბოზე, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრა 💛

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად აუცილებელია ასეთი ცოცხალი კომუნიკაციები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 🤝

ანალიზისა და გააზრების შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ დღის მნიშვნელობა — მსგავსი შეხვედრები მხოლოდ გამოცდილებას კი არ გვაძლევს, ცალსახად აძლიერებს ურთიერთობებს, აყალიბებს ჯანსაღ გარემოს და გვახსენებს, რომ კულტურა მაშინ ცოცხლობს, როცა მას ერთად ვქმნით 🎼🌍

გარემოს გაჯანსაღება ხომ სწორედ ჯანსაღ ურთიერთობებსა და გულწრფელ დიალოგზე დგას 💬✨ და ალბათ, არსებობისთვის მნიშვნელოვანი ის ლამაზი ამბებია, რომლებსაც ვაგროვებთ და ვინახავთ. ეს დღეც ერთ-ერთი ასეთი ამბავია 💫📖

მადლობა ამ დღის შემქმნელებს🙏

მადლობა მასპინძლობისთვის ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის დირექტორს ქალბატონ თეა მახათელაშვილს.

ახალნერგის ხელმძღვანელებს: ნატალია ივანიშილს, თათია დარსანიას – მადლობა მეგობრობისთვის 🙏🥰

განსაკუთრებული მადლობა მეუფე დავითს ჩვენთვის საჩუქრების გამოგზავნისთვის 🙏