მეექვსე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული სასწავლო აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ ისტორიისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირი.
მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია 1659 წლის კახეთის აჯანყებისა და ბახტრიონის აღების შესახებ, გაეცნენ ისტორიულ პიროვნებებსა და მათ ღვაწლს, შემდეგ კი თანაკლასელებს საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ აისახება ისტორიული მოვლენები ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორ აცოცხლებს მწერლის შემოქმედებითი წარმოსახვა წარსულს და როგორ ერწყმის მხატვრულ ტექსტებში ისტორიული სინამდვილე ავტორისეულ მხატვრულ გამონაგონს.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი, პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ამასთანავე, გაუღრმავა ინტერესი საქართველოს ისტორიული წარსულისა და ქართული ლიტერატურის მიმართ.
ხელმძღვანელი პედაგოგი: მადონა ნონიკაშვილი




