
„ჩემი პირველი ნერგი“ — პირველი ნაბიჯი ბუნებაზე ზრუნვისკენ! ჩვენი სკოლა შეუერთდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ პროგრამას — „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდანვე ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.
პირველკლასელებმა ინიციატივაში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით მიიღეს მონაწილეობა. დამრიგებლის დახმარებით, მათ საკუთარი ხელით დარგეს ნერგები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ბუნებასთან მეგობრობისა და მის სიყვარულთან ზიარების გზაზე.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიაც გამოეხმაურა — თელავის მერი ჩვენს პატარებს შეხვდა, გაეცნო მათ და მათთან ერთად გაიზიარა ეს სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღე. დღეს დარგული პატარა ნერგები მხოლოდ მცენარეები არ არის — ისინი მზრუნველობის, პასუხისმგებლობისა და მომავლის იმედის სიმბოლოებია. გვჯერა, რომ ბავშვები, რომლებიც დღეს ხეებს რგავენ, ხვალ უფრო მეტად იზრუნებენ გარემოზე და გაუფრთხილდებიან ჩვენს საერთო სახლს — დედამიწას.





