სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის — ეს არის გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ მეგობრობას, პატივისცემას, პასუხისმგებლობასა და სიკეთეს.

ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია. ჩვენი მიზანია, შევუქმნათ მოსწავლეებს გარემო, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ზნეობრივი ღირებულებების გაცნობიერებას.

ერთად ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვქმნით მომავალს!