ინსტრუქტაჟი

უსაფრთხო გარემო ჩვენი სკოლის პრიორიტეტია!

სკოლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებულ იქნა ტრენინგ-ინსტრუქტაჟი, რომელიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ინფორმირებას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების შესახებ. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ხანძრის გამომწვევი მიზეზების ანალიზი სკოლის გარემოში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა და ხანძრის პირველადი ნიშნების ამოცნობა. მოსწავლეთა უსაფრთხო ევაკუაციის ეტაპები, საევაკუაციო გასასვლელების გამოყენების წესები და შეკრების ადგილების მნიშვნელობა. პერსონალური ტრენინგი ცეცხლმაქრების (ცეცხლმაქრი ინვენტარის) სწორი გამოყენების ტექნიკაში.