


ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში
15 მაისს ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის და ქ. თელავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შეხვედრა მეგობრულ და სპორტულ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდურობა, სპორტული სულისკვეთება და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეხვედრის ამსახველი ფოტოები
