26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი “ ახალნერგი “

ჩვენს სკოლასთან არსებული მომღერალ-მგალობელთა გუნდი „ახალნერგი“ (უფროსი თაობა) ღირსეულად წარდგა ქ. თელავში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. გუნდის წევრებმა მაღალი საშემსრულებლო კულტურითა და პროფესიონალიზმით კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი სკოლა. ვულოცავთ ,,ახალნერგს” და ვუსურვებთ მომავალში კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას!