

FS Telavi 2015 Blue მოიპოვა ჩემპიონობა
14 ივნისს, ქ. თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა თორნიკე ლაფაურის სახელობის ტურნირი, სადაც ქ. თელავის გუნდმა FS Telavi 2015 Blue მოიპოვა ჩემპიონობა. ჩვენის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე – ლევან ოტიაშვილი კი დასახელდა ტურნირის საუკეთესო მცველად. ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ წარმატებებს!
