ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანი

ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არის დაწყებითი საფეხურის სასწავლო-სააღმზრდელო ინსტიტუცია, რომლის მიზანია, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდა. ქვეყნის მოყვარული, მოაზროვნე, მორწმუნე, წიგნიერი, კრეატიული და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მოქალაქის აღზრდა, რომელიც ფლობს თანამეროვე ცვალებად გარემოში პოზიციონირების და წარმატების მიღწევის უნარებს.

ჩვენი ძირითადი ღირებულებები

ჩვენთან თითოეული მოსწავლე იღებს ინდივიდუალურ მხარდაჭერას და სტიმულს, რათა მიაღწიოს წარმატებას და გახდეს წარმატებული საზოგადოების წევრი.

ინდივიდუალური მიდგომა
საფუძვლიანი განათლება
სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარება
სწორი გზის ჩვენება