










თუშური სიმღერის მასტერკლასი ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სკოლაში
ფოლკლორის სახლი-ს მგალობელ მომღერალთა გუნდისა და ალავერდის ეპარქიათან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ახალნერგს“ შორის გამართული შემოქმედებითი შეხვედრის შემდეგ ჩვენს სარეპეტიციოში საუბარი არ წყდება… ![]()
![]()
ყველა იხსენებს საკუთარ ემოციას, საკუთარ პატარა აღმოჩენას, ახალ მეგობრობას ![]()
![]()
ზოგი მუსიკალურ დეტალებზე მსჯელობს, ზოგი – იმ სითბოზე, რომელმაც ეს დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრა ![]()
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად აუცილებელია ასეთი ცოცხალი კომუნიკაციები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ![]()
ანალიზისა და გააზრების შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ დღის მნიშვნელობა — მსგავსი შეხვედრები მხოლოდ გამოცდილებას კი არ გვაძლევს, ცალსახად აძლიერებს ურთიერთობებს, აყალიბებს ჯანსაღ გარემოს და გვახსენებს, რომ კულტურა მაშინ ცოცხლობს, როცა მას ერთად ვქმნით ![]()
![]()
გარემოს გაჯანსაღება ხომ სწორედ ჯანსაღ ურთიერთობებსა და გულწრფელ დიალოგზე დგას ![]()
და ალბათ, არსებობისთვის მნიშვნელოვანი ის ლამაზი ამბებია, რომლებსაც ვაგროვებთ და ვინახავთ. ეს დღეც ერთ-ერთი ასეთი ამბავია ![]()
![]()
მადლობა ამ დღის შემქმნელებს![]()
მადლობა მასპინძლობისთვის ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის დირექტორს ქალბატონ თეა მახათელაშვილს.
ახალნერგის ხელმძღვანელებს: ნატალია ივანიშილს, თათია დარსანიას – მადლობა მეგობრობისთვის ![]()
![]()
განსაკუთრებული მადლობა მეუფე დავითს ჩვენთვის საჩუქრების გამოგზავნისთვის ![]()
