19 ნოემბერს სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება — „შემოდგომის გაცილება“, რომელშიც მონაწილეობდნენ I–VI კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები და აქტივობები წარმოადგინეს. ღონისძიება გაჯერებული იყო საშემოდგომო განწყობით, მუსიკითა და მხატვრული შემოქმედებით. დამსწრე საზოგადოებამ იხილა მოსწავლეთა მიერ შესრულებული სიმღერები, მხატვრული ლექსები, თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ეს დღე და მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ.

ჩატარებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა ნიჭი, შემოქმედებითობა და გუნდური მუშაობის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!

🍂