
საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყება
14 სექტემბერს 10 სთ. საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჩატარდება პარაკლისი ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სკოლაში. გაიმართება პირველკლასელთა საყოველთაო დალოცვა და საზეიმო მიღება. განათლების სამინისტროს პროექტის- ,,ღირებულებითი სწავლება”, ფარგლებში გადამზადებული სასულიერო პირები მამა მიქაელი (ჭაბაშვილი) და მამა გიორგი ( პაპუნაშვილი) ჩაატარებენ ლექცია- საუბარს ღირებულებითი სწავლების არსსა და ფორმაზე. გისურვებთ წარმატებებსა და ნაყოფიერ სასწავლო წელს, შეგვეწიოს უფალი სწავლა- სწავლების რთულსა და აღმოჩენებით სავსე გზაზე! გელოდებით ყველა დაინტერესებულ და პროცესში ჩართულ პირს!
