
პედაგოგები
გაიცანით ჩვენი სკოლის პედაგოგები

მადონა ნონიკაშვილი
რას ნიშნავს ვიყო მასწავლებელი? მასწავლებლობა ემოციურობისა და პროფესიული ცოდნის ჰარმონიული ერთიანობაა. ბავშვებთან ურთიერთობა ემოციების გარეშე შეუძლებელია, ხოლო პროფესიული ცოდნისა და დისციპლინის გარეშე — პროფესიონალიზმი ვერ იარსებებს. ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ვცდილობ, ჩემი საქმე კეთილსინდისიერად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიყვარულით ვაკეთო.
ია ელიზბარაშვილი
ჩემთვის მასწავლებლობა ნიშნავს იყო ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ იგი არის გზამკვლევი, რომელიც მოსწავლეებს უჩვენებს სწავლის, აზროვნებისა და განვითარების გზას. მასწავლებლობა არის დიდი პასუხისმგებლობა და ერთდროულად უდიდესი ბედნიერება, რადგან შენ შეგიძლია გავლენა მოახდინო მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე.
ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მასწავლებლობა ღმერთის საჩუქარია, რომელსაც დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.


ნადეჟდა ყალამიშვილი
მასწავლებლობა ნიშნავს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემას, არამედპასუხისმგებლობის აღებას მოსწავლის პიროვნულ ზრდაზე, უნარების განვითარებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.
თელავის წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობაა. ვარ რუსული ენის პედაგოგი, გულიანად და დიდი სიყვარულით ვაკეთებ ჩემ საქმეს. ამ სკოლის კედლები სულიერად მათბობს.
ნატალია ივანიშვილი
ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მასწავლებლობა ღმერთის საჩუქარია, რომელსაც დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.


თათია დარსანია
Მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა საზოგადოებაში. Ჩემთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება უდიდესი პასუხისმგებლობაა. Სიამაყით წარმოვადგენ ალავერდის ეპარქიის სკოლის პედაგოგთა გუნდს.
ნინო ცერცვაძე
მასწავლებელი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ საგნის ცოდნას. ეს არის უნარი, გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად. კარგი პედაგოგი ქმნის გარემოს, სადაც სწავლა ხდება საინტერესო, უსაფრთხო და მოტივაციური.


ნაზი გრემელაშვილი
ჩემთვის მასწავლებელი არის ადამიანი,რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს,არამედ აყალიბებს მომავალ თაბას,ზრდის მათში ინტერესს,აზროვნებასა და ღირებულებებს. იყო მასწავლებელი ნიშნავს მოთმინებას,სიყვარულს და ერთგულებას.
თამარ ლეკაიძე
მასწავლებელი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ საგნის ცოდნას. ეს არის უნარი, გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად. კარგი პედაგოგი ქმნის გარემოს, სადაც სწავლა ხდება საინტერესო, უსაფრთხო და მოტივაციური.


ნანა გახუტიშვილი
Მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა საზოგადოებაში. Ჩემთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი აღზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება უდიდესი პასუხისმგებლობაა. Სიამაყით წარმოვადგენ ალავერდის ეპარქიის სკოლის პედაგოგთა გუნდს.
ფოთოლა მუკბანიანი
რას ნიშნავს იყო მასწავლებელი? იყო მასწავლებელი, ნიშნავს ყოველდღე ხედავდე მომავალს შენი მოსწავლეების თვალებში. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც სცდება მხოლოდ ცოდნის გადაცემას; ეს არის უნარი, აღმოაჩინო თითოეული მოსწავლეში დაფარული ნიჭი და დაეხმარო მას საკუთარი ხმის პოვნაში. ეს არის პროფესია, სადაც შენ, მასწავლებელი მუდმივი მოსწავლე ხარ. ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდი არის ერთიანი და ძლიერი იმ მისიის ირგვლივ, რომელსაც სულიერებისა და განათლების სინთეზი ჰქვია. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი.


ნინელი თოგოშვილი
Sალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ..
ლალი გრემელაშვილი
მასწავლებლობა ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნებაა. მასწავლებელმა თავისი პროფესიული ცოდნა უნდა გამოიყენოს ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარებისათვისმათემატიკის მასწავლებელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ბავშვში ჩამოყალიბებული ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, რეალური პრობლემების გადაჭრასაც გულისხმობს. ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთო.


ნანა ოქრუაშვილი
იყო მასწავლებელი,ეს თავისთავად მართლაც დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. მასწავლებელი უნდა იყო ენერგიული,შრომისმოყვარე,მხიარული და პოზიტიური. ვცდილობ, მოწიწებით მივიღო ბავშვი,სიყვარულით აღვზარდო და თავისუფლებით აღჭურვილი გავუშვა ამ დიდებულ და საინტერესო სამყაროში!
ციცო იოსებაშვილი
მასწავლებლობა ნიშნავს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემას, არამედ მოსწავლეებში პიროვნული უნარების განვითარებაზე ზრუნვას, მათი ნდობის მოპოვებას, ინიციატივის გამოჩენას და უსაფრთხო, შემოქმედებითი გარემოს შექმნას, სადაც სწავლა ბედნიერებასთან ასოცირდება.
ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ..


ლაშა სარაჯიშვილი
ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ..
ნინო ლაფაჩი
ვიყო მასწავლებელი ნიშნავს, სიყვარულით შევეხო პატარა გულებს და მათთან ერთად მეც გავიზარდო. ეს არის სიხარული თითოეული ბავშვის ღიმილში, მოთმინება ყოველ კითხვაში და რწმენა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვემსახურები.
მიხარია, რომ ალავერდის ეპარქიის სკოლის გუნდის წევრი ვარ.

