ჩვენს სკოლაში სექტემბრიდან კვლავ განახლდა მამა გიორგის საგაკვეთილო ლექციები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ასაკის შესაბამის რელიგიურ და ზნეობრივ ცოდნას იღებენ. შეხვედრები ინტერაქტიული ხასიათისაა და მოიცავს დისკუსიასა და კითხვა-პასუხს.
მამა გიორგი მოსწავლეებთან საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ცოდვა და სათნოება, სწორი არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლობა, მავნე ჩვევების დაძლევა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დაცვა.
ლექციების მიზანია, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა არა მხოლოდ გაიაზრონ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენონ.



