ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში

8 მაისს ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის და ქ. თელავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შეხვედრა მეგობრულ და სპორტულ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდურობა, სპორტული სულისკვეთება და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მსგავსი აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კვლავ გაგრძელდება ა(ა) იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლაში.